Georgian Credit
სესხის განაცხადი


* აუცილებლად შესავსები ველები.

პირადი ინფორმაცია
სახელი გვარი: *
პირადი ნომერი: *

მობილური ტელეფონი: *
ფილიალი: *

სესხის თანხა: *
სესხის ვადა: *




წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტს ვანიჭებ უპირობო უფლებას მოიძიოს ჩემს შესახებ არსებული ინფორმაცია სს კრედიტინფო საქართველოს (ს/კ 204470740) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე, კლიენტთან დამატებითი შეთანხმების გარეშე კლიენტის როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური (ნეგატიური ინფორმაცია გადაეცემა ვადაგადაცილებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ - ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 დღის შემდეგ - იურიდიული პირების შემთხვევაში) ვალდებულების შესახებ ინფორმაცია გადასცეს სს კრედიტინფო საქართველოს, რაც იწვევს კლიენტის აღრიცხვას კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე, ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნებისთვის. კრედიტინფო საქართველოს, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშაოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი უფლებამოსილია კლიენტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების, მისთვის მომსახურების გაწევის, შეთავაზებისა და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად მოიძიოს კლიენტის შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს, კლიენტის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ.

გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, კლიენტის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე კლიენტის აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს.

ასევე, თანხმობას ვაცხადებ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულმა კრედიტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი საქმიანობის განხორციელების მიზნითა და ჩემს მიერ მოთხოვნილი საკრედიტო მომსახურეობის გაწევის მიზნით, ჩემს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების მიზნითა და მონაცემების, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენების მიზნით, აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ჩემი პერსონალური მონაცემები.




უსაფრთხოების კოდი
ფილიალების რუკა
სესხის კალკულატორი
ვალუტის კურსები


სიახლეების გამოწერა
ელ-ფოსტა

გამოწერაგაუქმება

დასტური