ჩვენი ერთ ერთი კორპორატიული ღირებულება პროფესიული ზრდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორიენტირებულები ვართ პერსპექტიული, ენერგიული და ნიჭიერი კანდიდატების დასაქმებაზე, თანამშრომლების განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. ჩვენთან პერსონალის შერჩევა გამჭვირვალე პროცესია და განსხვავდება პოზიციების მიხედვით. პროცესი შესაძლოა მოიცავდეს რამდენიმე სატელეფონო თუ პირად გასაუბრებას და წერილობით ტესტს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის მიზანი მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარებაა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში. დღეს ჩვენ წარმოდგენილები ვართ 6 სხვადასხვა რეგიონში 14 ფილიალით.