სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი 2006 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე. 2010 წლიდან იწყება კომპანიაში საერთაშორისო ინვესტორების თანმიმდევრული შემოსვლა და მენეჯმენტის გუნდის ჩამოყალიბება. 2014 წელი კომპანიაში კორპორაციული მმართველობის ჩამოყალიბების კუთხით არსებითი წელი იყო, როდესაც ჩამოყალიბდა ამბიციური განვითარების ინსტიტუციონალური წინაპირობები. 2014 წელი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის კუთხითაც, როდესაც მიკროსაფინანსო ფონდებმა აქტიურად დაიწყეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის დაკრედიტება. გამოიკვეთა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა და შეუქცევადი განვითარების პოტენციალი, რამაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი ინვესტორებისა და კრედიტორებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.
2010 წლიდან სტაბილურად იზრდება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის ფილიალების ქსელი. 2013 წლამდე მოხდა თბილისისა და რუსთავის - ჯამში 6 ფილიალის - ათვისება, ხოლო 2014 წელს კომპანიას შეემატა გორის, გურჯაანის, მარნეულის ფილიალები. 2015 წელი ამ მხრივ მასშტაბური იყო. ფილიალები გაიხსნა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში და აღმოსავლეთ საქართველოს ყველა დიდ რაიონულ ცენტრში: წნორი, ყვარელი, ახმეტა, ლაგოდეხი და თელავი. ამჟამად, საქართველოს ტერიტორიაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი წარმოდგენილია 14 ფილიალით.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის ისტორია წარმატებისა და შეუქცევადი განვითრების თვალსაჩინო მაგალითია, რაც პროფესიონალების გუნდური მუშაობის ლოგიკური შედეგია. ჩვენ შევქმენით ჯანსაღი განვითარების პრეცედენტი და ეს ეამაყება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის გუნდის ყველა წევრს.
|