სესხის გადახდის ინსტრუქცია
სს მისო "ქართულ კრედიტში" სესხის დასაფარად თანხის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი მეთოდებით:

  • მისო "ქართული კრედიტის" ფილიალებში ვიზიტის საშუალებით. მოლარე-ოპერატორის დახმარებით, შესაძლებელია სალაროში ნაღდი ფულის შეტანა სესხის დაფარვისთვის. თანხის გადამხდელმა პირმა აუცილებელია წარადგინოს საკუთარი პირადობის მოწმობა და იცოდეს მსესხებლის პირადი ნომერი. მომსახურება უფასოა.
  • სს "თიბისი ბანკისა" და სს "საქართველოს ბანკის" ფილიალებში ვიზიტის საშუალებით. მოლარე-ოპერატორის დახმარებით, შესაძლებელია გადაირიცხოს ან ნაღდი ფულით სალაროში შევიდეს თანხა მისო "ქართული კრედიტის" საბანკო ანგარიშის  ან/და საინდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით. ამ შემთხვევაში, დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს მსესხებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სხვა შემთხვევაში, მსესხებლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომსახურება ფასიანია.
  • სწრაფი გადახდის აპარატების - TBC Pay, OPPA (Paybox) საშუალებით თანხის გადახდისთვის საჭიროა კლიენტის ნომერი, რომელიც მითითებულია სესხის ხელშეკრულებაში და, ასევე, გადახდის შეხსენების შესახებ მიღებულ SMS შეტყობინებებში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომსახურება ფასიანია.
  • ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან გადახდის დროს დანიშნულებაში მითითებეული უნდა იყოს მსესხებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სხვა შემთხვევაში, მსესხებლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება. არასამუშაო საათებში განხორციელებული ჩარიცხვები ანგარიშზე აისახება მომდევნო სამუშაო დღეს.
  • თუ გსურთ სესხის სრულად ან ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა - თანხის შეტანა აუცილებელია აცნობოთ თქვენს საკრედიტო ექსპერტს ან დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 032-2-500-100. სხვა შემთხვევაში გადახდები განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით.

ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი (GEL, USD) - GE42BG0000000878317400
თიბისი ბანკი (GEL) - GE63TB7958236020100006
თიბისი ბანკი (USD) - GE80TB7958236120100007

სს მისო "ქართული კრედიტის" საინდენტიფიკაციო კოდი - 206238800
ფილიალების რუკა
სესხის კალკულატორი


ოფიციალური გაცვლითი კურსი
05.12.2024

USD
2.8468
-0.0278
EUR
2.9894
-0.0358
GBP
3.6077
-0.0361



კომერციული გაცვლითი კურსი
ყიდვა
გაყიდვა

USD
2.7800
2.9300
EUR
2.9300
3.0700



სიახლეების გამოწერა
ელ-ფოსტა

გამოწერაგაუქმება

დასტური