გახდი ჩვენი გუნდის წევრი!ჩვენი ერთ ერთი კორპორატიული ღირებულება პროფესიული ზრდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორიენტირებულები ვართ პერსპექტიული, ენერგიული და ნიჭიერი კანდიდატების დასაქმებაზე, თანამშრომლების განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე.
ჩვენთან პერსონალის შერჩევა გამჭვირვალე პროცესია და განსხვავდება პოზიციების მიხედვით. პროცესი შესაძლოა მოიცავდეს რამდენიმე სატელეფონო თუ პირად გასაუბრებას და წერილობით ტესტს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის მიზანი მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარებაა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში. დღეს ჩვენ წარმოდგენილები ვართ 6 სხვადასხვა რეგიონში 14 ფილიალით.
გისურვებთ წარმატებას!მიმდინარე ვაკანსიები
ქართული კრედიტი აცხადებს ვაკანსიას
უმცროსი საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე (2 თვიანი სტაჟირება, შემდგომი დასაქმებით)
ადგილმდებარეობა: თელავის ფილიალი
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 12 ივლისი, 2022 წელი.
ფუნქცია–მოვალეობები:
- სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;
- ახალი კლიენტების მოზიდვა, საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა საკრედიტო ექსპერტთან ერთად;
- შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ვეძებთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით.
- უპირატესობას მივანიჭებთ ბიზნესის, ეკონომიკის, ტექნიკური ან აგრო მიმართულების განათლების მქონე კანდიდატებს;
- გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
- აქტიურობა, ინიციატივიანობა;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
- ახალი უნარების აღმოჩენას;
- მზარდ ანაზღაურებას;
- დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს.
პოზიციის პირობები:
- სტაჟირების სტიპენდია - 200 ლარის ოდენობით;
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
- სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00-მდე.
შეავსეთ ფორმა