2015 წლის დასაწყისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულმა კრედიტმა მოიწონა კლიენტის დაცვის პრინციპების სმარტ კამპანია პრინციპები ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ხსენებული პრინციპების მიმართ, ხელს უწყობს კლიენტთა დაცვას და ამაღლებს სტანდარტების დონეს.
სმარტ მიკროფინანსები მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად, რაც გულისხმობს ფასების, ვადებისა და პირობების სრულ გამჭვირვალობას. სმარტ მიკროფინანსები მუშაობს კლიენტებთან იმისათვის, რომ მათ არ ისესხონ იმაზე მეტი ფული, რისი გადახდაც არ შეუძლიათ; ან არ გამოიყენონ ისეთი სერვისი, რომელიც არ ჭირდებათ. სმარტ მიკროფინანსები იზიარებს სხვადასხვა საუკეთესო გამოცდილებას და იყენებს კლიენტთან ურთიერთობის მაღალ ეთიკურ სტანდარტებს. სმარტ კამპანია გლობალური მცდელობაა გააერთიანოს მიკროსაფინანსოს ლიდერები ერთი საერთო მიზნის ირგვლივ: აღვიქვათ კლიენტი, როგორც მამოძრავებელი ძალა ინდუსტრიაში. კლიენტის დაცვა არა მარტო სწორი საქციელია, არამედ იგი ჭკვიანური საქციელია.
• პროდუქტის შესაფერისი დიზაინი და მიწოდება
პროვაიდერმა უნდა მიიღოს ადექვატური ზომები, რათა შეიმუშაოს პროდუქცია და მიწოდების არხები ისე,რომ არ დააზიანოს კლიენტი. პროდუქცია და მიწოდების არხები შექმნილი იქნება კლიენტთა მახასიათებლების გათვალისწინებით.
• ზედმეტი დავალიანების პრევენცია
საკრედიტო პროცესის ყველა ეტაპზე პროვაიდერი იზრუნებს იმაზე, რომ განსაზღვროს, რისი გადახდა შეუძლია კლიენტს ისე, რომ არ ჩაეფლოს ვალებში. გარდა ამისა, პროვაიდერი დანერგავს და გააკონტროლებს შიდა სისტემებს ზედმეტი დავალიანების პრევენციის მიზნით; პროვაიდერი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა გააუმჯობესოს ბაზარზე საკრედიტო რისკების მართვა (როგორიცაა საკრედიტო ინფორმაციის გაზიარება).
• გამჭვირვალობა
პროვაიდერი ისაუბრებს ნელა, გასაგები ენით და მიაწოდებს კლიენტს სრულყოფილ ინფორმაციას, რათა კლიენტი ინფორმირებული იყოს გადაწყვეტილების მიღებამდე. განსაკუთრებით ხაზგასმულია პროდუქტზე ფასების, ვადებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის აუცილებლობა. დადგინდება გონივრული ფასები, ვადები და პირობები, რათა გადახდისუნარიანი გახდეს კლიენტი და მიეცეთ ფინანსურ დაწესებულებებს მდგრადი განვითარების საშუალება.
• სამართლიანი და თავაზიანი მოპყრობა კლიენტთან
ფინანსური სერვისების პროვაიდერები და მათი აგენტები კლიენტებს სამართლიანად და თავაზიანად მოეპყრობიან: ისინი არავის გაუწევენ დისკრიმინაციას; დიდ სიფრთხილეს გამოიჩენენ, რათა აღკვეთონ კორუფცია ან აგრესიული თუ შეურაცხმყოფელი ქმედებები მათი პერსონალისა და აგენტების მხრიდან, განსაკუთრებით კრედიტის გაცემის ან ვალის ამოღების პროცესში.
• კლიენტთა მონაცემების კონფიდენციალურობა
კლიენტთა მონაცემების კონფიდენციალურობა დაცული იქნება ინდივიდუალური იურისდიქციის კანონებისა და რეგულაციების თანახმად ასეთი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ან როცა კანონი ამის უფლებას გასცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ კლიენტთან შეთანხმებით.
• საჩივრების მართვის მექანიზმები
პროვაიდერებს ექნებათ ადგილზე საჩივრებისა და პრობლემის მოგვარების დროული და ქმედითი მექანიზმები. ისინი ამ მექანიზმებს გამოიყენებენ როგორც ინდივიდუალური პრობლემების გადაჭრისათვის, ისე საკუთარი პროდუქტისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით.
|