გიორგი სამადაშვილი - აღმასრულებელი დირექტორი (CEO) გიორგის აქვს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტისა და პროდუქტების განვითარების მიმართულებით. სხვადასხვა დროს გიორგი მუშაობდა ბანკ რესპუბლიკაში (Societe Generale), ფინკა ბანკ საქართველოში (FINCA Impact Finance) და Advans Microfinance Network-ში, მათ შორის 2 წლიანი ექსპატრიატის გამოცდილებით დასავლეთ აფრიკაში. ქართული კრედიტის გუნდს შემოუერთდა 2021 წლიდან კომერციული დირექტორის პოზიციაზე, ხოლო 2022 წლიდან იკავებს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. |
||
ნიკა ჩიქვილაძე - კომერციული დირექტორი (CCO) ნიკას საბანკო და საფინანსო სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს. ქართულ კრედიტში მოსვლამდე იკავებდა სხვადასხვა ბანკში მენეჯერულ პოზიციებს და ერთ-ერთი ფინანსური ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოზიციას. ნიკა ჩვენს გუნდს 2018 წელს შემოუერთდა. სხვადასხვა პერიოდში ის ხელმძღვანელობდა საკრედიტო რისკებისა და ფილიალების მართვის დეპარტამენტებს. 2023 წლიდან მან დაიკავა კომერციული დირექტორის პოზიცია და ხელმძღვანელობს ფილიალების გაყიდვებისა და მართვის, ქოლ-ცენტრის, მარკეტინგისა და პიარის სამსახურებს. |
||
თამარ ბენიძე - საოპერაციო დირექტორი (COO) თამარი ჩვენს გუნდს 2014 წელს შემოუერთდა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე და 15 წლამდე სამუშაო გამოცდილება აქვს ამ სფეროში. 2022 წლიდან იგი კურირებს როგორც ადამიანური რესურსების, ისე ლოჯისტიკისა და შესყიდვების მიმართულებებს, ხოლო 2023 წლიდან მან დაიკავა საოპერაციო დირექტორის თანამდებობა და ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების, საკრედიტო რისკების მართვის, სესხების ადმინისტრირების, ლოჯისტიკისა და შესყიდვების სამსახურებს. თამარი ფლობს მაგისტრის ხარისხს ადამიანურ რესურსებში და არის სერტიფიცირებული HR შესაბამისობის ექსპერტი. |
||
|