სამეთვალყურეო საბჭო
 

იორგ ვულფკენი (გერმანია) - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

PWC Legal-ის (ფრანკფურტი) მმართველი პარტნიორი საბანკო, სადაზღვევო და საინვესტიციო მიმართულებით. წარსულში გახლდათ ამერიკული იურიდიული ფირმის Mayer Brown მმართველი პარტნიორი, გერმანიაში. არის ფინანსურ სამართალში მრავალი სტატიის ავტორი.

 

ნანა მიქაშავიძე (საქართველო) - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე / საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

ნანას აქვს ფინანსურ სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის ოც წელზე მეტი გამოცდილება. როგორც ბიზნეს ტრენერსა და მენტორს, აქვს ბიზნესის სფეროში უნიკალური ცოდნის ერთობლიობა, როგორც ფსიქოლოგიის, ასევე ქოუჩინგის მხრივ. მისი ცოდნა და ექსპერტული გამოცდილება ბიზნესის სფეროში მოიცავს სტრატეგიის განვითარებას, რისკებისა და ფინანსურ მენეჯმენტს, ოპერაციებისა და პროცესების ანალიზს და პროდუქტების განვითარებას.

 

თომას შიფლერი (გერმანია) - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე "Wirtschaftsprüfer" აუდიტორი, რომელიც 30 წელია მუშაობს PwC ლუქსემბურგის ოფისში პარტნიორად. მისი უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა დაკავშირებულია გერმანიის ფინანსების ბიზნეს საქიანობის სფეროსთან. აწარმოებდა აუდიტორულ კონსულტაციებს ბანკებისთვის, საინვესტიციო ფონდებისათვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრუქტურებისა და სხვა ფინანსური მომსახურების მიმწოდებლებისთვის.

 

კონსტანტინე სულამანიძე (საქართველო) - სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის დოქტორის ხარისხის მფლობელია ბიზნეს ადმინისტრირების დარგში. აქვს 15 წლიანი მმართველობითი გამოცდილება საბანკო და სადაზღვევო ინდუსტრიებში. წარსულში გენერალური დირექტორის პოზიცია ეკავა პროგრეს ბანკში.

 

ედდა შრიოდერი (გერმანია) - სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

Invest In Visions-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. კომპანიაში JP Morgan Asset Management (Flemings) გახლდათ ავსტრიის ქვეყნის ხელმძღვანელი შემდგომ კი დაინიშნა ევროპის ბიზნეს განვითარების დირექტორად. ის მუშაობდა Schroders Investment Management GmbH-ში მმართველ დირექტორად. 2006 წელს დააფუძნა Invest in Visions GmbH.

 

გიორგი ნასყიდაშვილი (საქართველო) - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

გიორგის აქვს 15 წლიანი მმართველობითი გამოცდილება საბანკო სექტორში. გიორგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ეკონომიკის დარგში და ასევე ბრემენის უნივერსიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.

ფილიალების რუკა
სესხის კალკულატორი


ოფიციალური გაცვლითი კურსი
21.11.2024

USD
2.7484
+0.0087
EUR
2.8998
+0.0056
GBP
3.4789
+0.0165



კომერციული გაცვლითი კურსი
ყიდვა
გაყიდვა

USD
2.7100
2.7800
EUR
2.8400
2.9300



სიახლეების გამოწერა
ელ-ფოსტა

გამოწერაგაუქმება

დასტური