წინამდებარე დოკუმენტზე თანხმობით სს მისო "ქართულ კრედიტს" ვანიჭებ უპირობო უფლებას მოიძიოს ჩემს შესახებ არსებული ინფორმაცია სს "კრედიტინფო საქართველოს" (ს/კ: 204470740) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე, კლიენტთან დამატებითი შეთანხმების გარეშე კლიენტის როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური (ნეგატიური ინფორმაცია გადაეცემა ვადაგადაცილებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ - ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 დღის შემდეგ - იურიდიული პირების შემთხვევაში) ვალდებულების შესახებ ინფორმაცია გადასცეს სს "კრედიტინფო საქართველოს", რაც იწვევს კლიენტის აღრიცხვას კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე, ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნებისთვის. კრედიტინფო საქართველოს, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს, უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშაოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით.
ქართული კრედიტი უფლებამოსილია კლიენტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების, შეფასების, მისთვის მომსახურების გაწევის, შეთავაზების, საკრედიტო რისკის განსაზღვრისა და შეფასების და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად მოიძიოს კლიენტის შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს, კლიენტის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ.
გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, კლიენტის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე კლიენტის აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს.