26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 99 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო. ეროვნულ დღესასწაულად კი მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ამ დღის აღსანიშნავად ქართულმა კრედიტმა ფილიალებზე საქართველოს დროშები გამოფინა.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია!
<< უკან