სოციალური ზემოქმედება
მიკროფინანსების მიზანია აღწეროს, თუ რა ფინანსური სერვისები მიეწოდება დაბალშემოსავლიან და ღარიბ მოსახლეობას. ის, რომ ჩვენ ვართ მიკროსაფინანსო დაწესებულება, იმთავითვე გვაკისრებს ვალდებულებას, რომ დავეხმაროთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ფინანსურად ხელმოკლე მოსახლეობას. მიკროსაფინანსო დაწესებულებები ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, სადაც ღარიბი, ან თითქმის ღარიბი დაინტერსებული პირებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის ფინანსური მომსახურება. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი მიდგომა დაეხმარება მათ დაძლიონ სიღარიბე, რაც გამოიწვევს ეკომონიკურ განვითარებას და შექმნის სამუშაო ადგილებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის მიზანია, წარმართოს ისეთი საქმიანობა, რომელიც გასცდება ჩვენი ფირმის ინტერსებს და უფრო მეტს გააკეთებს, ვიდრე კანონით მოეთხოვება. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი საქმიანობა მოიცავდეს სოციალურ საკითხებს და გვჯერა, რომ ბიზნეს ორგანიზაციებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების საქმეში, მათ შორის, შრომისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. ჩვენი კორპორაციული ინიციატივაა დავეხმაროთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კომპანია გავლენას მოახდენს გარემოზე, ისევე როგორც სოციალურ კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე და ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე ამას მარეგულირებლები ან გარემოს დამცველი ჯგუფები მოითხოვენ.

"ზიანის არ მიყენება“ “კარგის კეთების“ პირისპირ
სოციალური ქმედება მოიცავს ფინანსებზე პასუხისმგებელ ყველა ელემენტს; ამასთანავე, იგი იწვევს აშკარა დადებით ცვლილებებს კლიენტებისათვის.

  • სოციალური ქმედება - ეს არის მთელი პროცესი, რითაც იქმნება გავლენა. ეს არის დაწესებულების მისიის ეფექტური განხორციელება პრაქტიკაში სოციალური ღირებულებების გათვალისწინებით, როგორიც არ უნდა იყოს/არის ეს მისია. 

  • სოციალური ზემოქმედება- ეს არის კლიენტის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე დაკვირვებით მიღებული შედეგი. სოციალური ქმედების მართვა არის მართვის პრაქტიკის განხორციელება, რაც გულისხმობს სოციალური მისიის პრაქტიკაში დანერგვას. 



ფილიალების რუკა
სესხის კალკულატორი


ვალუტის კურსები


სიახლეების გამოწერა
ელ-ფოსტა

გამოწერაგაუქმება

დასტური