წარმატებული მომხმარებლები
ნანული ექვთიმიშვილი
ნანული ექვთიმიშვილი ჩვენი მომხმარებელია, რომელიც ახმეტის რაიონის, სოფელ მატანში ცხოვრობს. მან ჩვენი დახმარებით 0,2 ჰექტარ მიწაზე, წვეთოვანი სისტემით მარწყვი გააშენა. 


დავით ჩითინაშვილი
დავით ჩითინაშვილი ჩვენი მომხმარებელია, რომელიც თბილისში ცხოვრობს. მის ბიზნეს საქმიანობას წარმოადგენს ტყავის მასალისგან ჩანთების, საფულეების და სხვა მსგავსი ნაწარმის დამზადება და შემდგომ რეალიზაცია.საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად დავითმა ჩვენი დახმარებით ტყავის მასალა შეიძინა.
ზვიად აკოფაშვილი
ზვიად აკოფაშვილი ჩვენი მომხმარებელია, რომელიც ყვარლის რაიონის, სოფელ ჭიკაანში ცხოვრობს. მან ჩვენი დახმარებით 1,5 ჰექტარ მიწაზე, წვეთოვანი სისტემით მარწყვი გააშენა. 
ვიტალი ჯერანიშვილი
ვიტალი ჯერანიშვილი ჩვენი მომხმარებელია, რომელიც ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ცხოვრობს. მან ჩვენი დახმარებით საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნის ვენახი გააშენა.
ნუგზარ პაპუნაშვილი
ნუგზარ პაპუნაშვილი ჩვენი მომხმარებელია, რომელიც გორის რაიონის სოფელ შინდისში ცხოვრობს. მას აქვს სანერგე მეურნეობა და გამოჰყავს სხვადასხვა ჯიშის ხილის ნერგები. მოჰყავს დიდი რაოდენობით ვაშლი და სხვადასხვა კულტურები. ამარაგებს ფერმერებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ნუგზარი დღემდე ჩვენი მომხმარებელია და  ავითარებს თავის ბიზნეს.
კახაბერ წიქარიშვილი
კახაბერ წიქარიშვილი ცხოვრობს ქარელის რაიონში, სოფელი ბებნისი. იგი არის ჩვენი ერთ-ერთი ერთგული მომხმარებელი, რომელიც წლებია თანამშრომლობს ქართულ კრედიტთან. ეწევა მეცხოველეობას, მეფრინველეობას, აქვს საკალმახე მეურნეობა. თავდაპირველად კახა ჩვენს ორგანიზაციაში მოვიდა მეგობრის რეკომენდაციით, რომელიც ასევე ჩვენი წარმატებული მსესხებელია. სჭირდებოდა მარაგების შევსება.
რამდენიმე წარმატებული გადახდის შემდეგ, მსესხებელმა ისევ მოგვმართა განმეორებით სესხზე. დავაფინანსეთ კალმახის ლიფსიტების გამოყვანა.
ბატონმა კახამ წარმატებით განახორციელა კრედიტით მიღებული სახსრების ინვესტირება და ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი მეურნეობა.

მამუკა ალადაშვილი
მამუკა ალადაშვილი არის ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმატებული მომხმარებელი. მის საქმიანობას წარმოადგენს მემცენარეობა: ხორბალი და ქერი. დამატებით აქვს ქათმების ფერმა. მამუკამ ჩვენს შესახებ შეიტყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის მსესხებლის, დავით ბეგიაშვილიდან, რომელსაც ასევე აქვს წარმატებული და განვითარებული მეურნეობა.
მსესხებელმა დაფინანსების სამი ეტაპი წარმატებით გაიარა. პირველ ეტაპზე ჰქონდა მცირე აგრო მეურნეობა, მაგრამ ჩვენი დახმარებით მნიშვნელოვნად განავითარა საკუთარი ბიზნესი. მან დამატებით გააშენა 1 ჰა რქაწითელის ჯიშის ყურძენი.
ბატონი მამუკა კმაყოფილია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის მომსახურებით და პირობებით. ჩვენს შორის უკვე ჩამოყალიბდა გრძელვადიანი და საიმედო პარტნიორული ურთიერთობა.

ზაზა მღებრიშვილი
ზაზა მღებრიშვილი არის ჩვენი ერთ-ერთი ერთგული მომხმარებელი, რომელიც წლებია თანამშრომლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტთან. იგი სარგებლობდა სხვა ორგანიზაციის სესხით, როდესაც  დაინტერესდა ჩვენს მიერ შეთავაზებული პირობებით, მის შემოსავლებზე მორგებული გადახდის გრაფიკით და მოგვმართა აგრო სესხზე.
ბატონი ზაზა ეწევა მემცენარეობას (ქერი, ხორბალი, მზესუმზირა), მევენახეობას (რქაწითელის ჯიშის ვენახი), მეღორეობას და მესაქონლეობას. ჩვენი დაფინანსებით, მსესხებელმა შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაიწყო ახალი კულტურის, ნივრის მოყვანა.
რამდენიმე წარმატებული გადახდის შემდეგ, მსესხებელმა ისევ მოგვმართა განმეორებით სესხზე.  ააშენა საკუთარი ფერმა და დამატებით შეიძინა საქონელი. მანამდე მეღორეობისთვის იყენებდა ნაქირავებ ფერმას.
ბატონმა ზაზამ წარმატებით განახორციელა კრედიტით მიღებული სახსრების  ინვესტირება და ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად გაზარდა საკუთარი მეურნეობა.
 
ზვიად ჩხიტუნიძე
ბატონი ზვიად ჩხიტუნიძე ცხოვრობს ლაგოდეხის რ-ნში, სოფ. ჭიაურში. მის შემოსავალს წარმოადგენს აგრო-მეურნეობა. აქვს:  სახნავ-სათესი მიწები, საძოვრები, ღორის და საქონლის კაპიტალური ფერმები, ჰყავს ცხვარი.  საძოვარ მიწებზე გაკეთებული აქვს სამი ტბა. მსესხებელს სატბორე მეურნეობაში აქვს დიდი გამოცდილება.
ბატონი ზვიადი ამუშავებს მიწებს საკუთარი ტექნიკით. ჰყავს კომბაინი, ტრაქტორი, ა-მანქანები. მოჰყავს მარცვლეული: სიმინდი, ხორბალი, ქერი.  მოსავალს ძირითადად იყენებს როგორც პირუტყვის, ისე თევზის გამოსაკვებად. ასევე აქვს სასათბურე მეურნეობა, სადაც ყოველწლიურად მოჰყავს მოსავალი.
ბატონმა ზვიადმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი-ს შესახებ შეიტყო პრომო აქციით. დაინტერესდა პირობებით და მოგვმართა სესხზე. მიზნობრიობას წარმოადგენდა 7 ჰა  სახნავ-სათესი მიწის შეძენა, რომელიც მდებარეობდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გვერდით. ჩვენი დაფინანსებით მსესხებელმა შეიძინა, გააერთიანა და გაზარდა სახნავ-სათესი მიწის ფართობი.



ვახტანგ ბუავა
ვახტანგ ბუავას ვახტანგ ბუავას ბიზნესს წარმოადგენს სანათების (ჭაღების) მაღაზიები ელიავას ბაზრობაზე. თავდაპირველად მსესხებელმა ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეიტყო პრომო აქციით, დაინტერესდა შეთავაზებული პირობებით და მოგვმართა ბიზნეს სესხზე. ჩვენი დაფინანსებით მსესხებელმა შემოიტანა ჩინეთიდან საქონელი და გააფართოვა არსებული ბიზნესი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ მოგვმართა თანხის დამატებაზე. მსესხებელმა თანხა მიზნობრივად გამოიყენა და გახსნა მესამე ჭაღების მაღაზია «არჩევანში». ბატონი ვახტანგი კმაყოფილია მომსახურებით და პირობებით: „სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენს კომპანიასთან მომავალშიც, რადგან თქვენი დახმარებით მომეცა საშუალება ბიზნესის გაფართოებისა“.


ფილიალების რუკა
სესხის კალკულატორი


ოფიციალური გაცვლითი კურსი
19.03.2024

USD
2.7098
+0.0099
EUR
2.9529
+0.0127
GBP
3.4498
+0.0066



კომერციული გაცვლითი კურსი
ყიდვა
გაყიდვა

USD
2.6850
2.7300
EUR
2.9300
2.9700



სიახლეების გამოწერა
ელ-ფოსტა

გამოწერაგაუქმება

დასტური