დირექტორატი
 

ნიკა ჩიქვილაძე - აღმასრულებელი დირექტორი (CEO)

ნიკას საბანკო და საფინანსო სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ქართულ კრედიტში მოსვლამდე იკავებდა სხვადასხვა ბანკში მენეჯერულ პოზიციებს და ერთ-ერთი ფინანსური ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოზიციას. ნიკა ჩვენს გუნდს 2018 წელს შემოუერთდა. სხვადასხვა პერიოდში ის ხელმძღვანელობდა საკრედიტო რისკებისა და ფილიალების მართვის დეპარტამენტებს. 2023 წლიდან მას ეკავა კომერციული დირექტორის პოზიცია და ხელმძღვანელობდა ფილიალების გაყიდვებისა და მართვის, ქოლ-ცენტრის, მარკეტინგისა და პიარის სამსახურებს. 2025 წლის ივნისიდან ნიკა გახდა ქართული კრედიტის აღმასრულებელი დირექტორი.

 

თამარ ბენიძე - საოპერაციო დირექტორი (COO)

თამარი ჩვენს გუნდს 2014 წელს შემოუერთდა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე და 15 წლამდე სამუშაო გამოცდილება აქვს ამ სფეროში. 2022 წლიდან იგი კურირებს როგორც ადამიანური რესურსების, ისე ლოჯისტიკისა და შესყიდვების მიმართულებებს, ხოლო 2023 წლიდან მან დაიკავა საოპერაციო დირექტორის თანამდებობა და ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების, საკრედიტო რისკების მართვის, სესხების ადმინისტრირების, ლოჯისტიკისა და შესყიდვების სამსახურებს. თამარი ფლობს მაგისტრის ხარისხს ადამიანურ რესურსებში და არის სერტიფიცირებული HR შესაბამისობის ექსპერტი.


ფილიალების რუკა
სესხის კალკულატორი


ოფიციალური გაცვლითი კურსი
13.06.2025

USD
2.7301
-0.0005
EUR
3.1625
+0.0387
GBP
3.7058
+0.0206



კომერციული გაცვლითი კურსი
ყიდვა
გაყიდვა

USD
2.7000
2.7700
EUR
3.1300
3.2000



სიახლეების გამოწერა
ელ-ფოსტა

გამოწერაგაუქმება

დასტური