აქტივობები
   
 

გაამწვანე შენი ქალაქი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, უერთდება სეზონური გამწვანების აქციას.

ღონისძიების ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლებმა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ხეები დარგეს. ჩვენ ვიღებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას გარემოს მიმართ. კომპანია მსგავსი ტიპის აქციებს პერიოდულად განახორციელებს და შეიტანს წვლილს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებაში.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი უერთდება კამპანიას - გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე.

ამ ნაბიჯით არსებითი წვლილი შეგვაქვს ბუნების დაცვაში. ჯანსაღი გარემო ხომ ჩვენი და ჩვენი შვილების ბედნიერი ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობაა.

გახსოვდეთ! ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მათთვის, ვისაც წიგნიც უყვარს და ბუნებაც.

შევინარჩუნოთ ბუნება და ვიკითხოთ წიგნები!

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი შეუერთდა მასშტაბურ პროექტს - „Wings for Life World Run“.

ეს არის სპორტის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი და უნიკალური საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც მთელ მსოფლიოს ერთი მიზნისთვის აერთიანებს - ვირბინოთ მათთვის, ვისაც არ შეუძლია! შევიტანოთ ჩვენი წვლილი ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდის საქმიანობის ეფექტიანობაში და დავამტკიცოთ, რომ აღნიშნული პრობლემა განაჩენი არ არის!

ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადია!

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ქართული კრედიტი" ჩაერთო კორპორატიული მოხალისეობის პროექტში, რომლის ფარგლებშიც, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა ჩაატარა სემინარი - პროფესიულ განვითარებაზე, დაუსაქმებელი ახალგაზრდების ჯგუფისთვის.

სემინარის თემა კონკრეტულად შეეხებოდა, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის მახასიათებლებსა და წარმატებული გასაუბრების პრინციპებს.

დასაქმების პროგრამას თბილისში ახორციელებს ორგანიზაცია "განათლება დემოკრატიისათვის" (EfD), პროექტის "LIFE Georgia" კონსორციუმის წევრი. კონსორციუმს ხელმძღვანელობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" (ACF).

ფილიალების რუკა
სესხის კალკულატორი


ოფიციალური გაცვლითი კურსი
19.03.2024

USD
2.7098
+0.0099
EUR
2.9529
+0.0127
GBP
3.4498
+0.0066



კომერციული გაცვლითი კურსი
ყიდვა
გაყიდვა

USD
2.6850
2.7300
EUR
2.9300
2.9700



სიახლეების გამოწერა
ელ-ფოსტა

გამოწერაგაუქმება

დასტური